სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება

კითხვა-პასუხი

  • ყველა
  • განვადება
  • დაგროვება
  • დახარჯვა
  • პარტნიორები
  • ბარათი

როგორია განვადებით გადახდის ძირითადი პირობები?

ერთგული განვადება უპროცენტოა და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში არსებულ თიბისი ბანკის პოს ტერმინალებზე.

რა უპირატესობები აქვს საკრედიტო ბარათის განვადების ფუნქციონალით გადახდას?

საკრედიტო ბარათის განვადების ფუნქციონალით გადახდა არის მარტივი, ხელმისაწვდომი, კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და ინოვაციური.

რომელ ბარათზე შემიძლია განვადების ფუნქციით სარგებლობა?

განვადებით სარგებლობა შესაძლებელია პრაიმ და ერთგული საკრედიტო ბარათებით.

სად შემიძლია ვისარგებლო განვადების ფუნქციონალით?

განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.

როგორია განვადებით გადახდის პროცესი?

. სავაჭრო ობიექტში აფიქსირებთ ნივთის განვადებით შეძენის სურვილს;

. მოლარე ირჩევს განვადებით გადახდის ფუნქციას თიბისი ბანკის ტერმინალის მენიუში;

. მოლარეს შეჰყავს ნივთის ფასი (მინიმუმ 50 ლარი);

ირჩევთ სასურველი განვადების თვეების რაოდენობას, რომელსაც მოლარე აფიქსირებს ტერმინალზე;

. ბარათს ადებთ ტერმინალზე და შეგყავთ პინ კოდი;

. თუ ბარათზე საკმარისი ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტია გადახდა წარმატებით სრულდება;

. ტერმინალიდან იბეჭდება ჩეკი სტანდარტული მონაცემებითა და განვადების გრაფიკით.

რამდენი განვადების გაკეთება შემიძლია ერთდროულად?

ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე განვადებით ისარგებლოთ.

შემიძლია თუ არა განვადების წინსწრებით დაფარვა?

განვადების წინსწრებით დაფარვა შესაძლებელია და არ მოითხოვს საკომისიოს. 

რა წლიური საპროცენტო განაკვეთია იმ შემთხვევაში, თუ უპროცენტო განვადების გრაფიკით გათვალისწინებული შენატანები ვერ განვახორციელე?

ამ შემთხვევაში, ათვისებულ თანხაზე დაირიცხება საკრედიტო ბარათის სტანდარტული საპროცენტო განაკვეთი.

დამერიცხება თუ არა ერთგულ განვადებაზე ერთგული ქულები?

უპროცენტო განვადების გაკეთების დროს ქულები არ ირიცხება.

რა არხებშით შემიძლია საკრედიტო ბარათით გაკეთებული მიმდინარე განვადებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მიღება?

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია: ინტერნეტ ბანკში, მობაილ ბანკში, ფილიალში, სატელეფონო სერვის ცენტრში, SMS-ით. 

როგორ ხდება ერთგული ქულების დაგროვება?

ერთგული ქულების დაგროვება ხდება სავაჭრო ობიექტში თიბისი ბანკის ფიზიკურ პოს ტერმინალზე ბარათით სტანდარტული გადახდისას.

სად შემიძლია ქულების დაგროვება?

ყველა სავაჭრო ობიექტში თიბისი ბანკის პოს ტერმინალზე ბარათით გადახდისას. უფრო მეტი ქულების დაგროვება შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, ერთგული შეთავაზებების ფარგლებში.

როდის ხდება ქულების დარიცხვა?

უნაღდო ანგარიშსწორებით დაგროვილი ქულების დარიცხვა მოხდება ყოველდღიურად; 

რომელი ბარათ(ებ)ით განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად გროვდება ქულები?

საკრედიტო ბარათებით :

პრაიმ/ერთგული ბარათი კლასიკი 

პრაიმ /ერთგული ბარათი გოლდი

პრაიმ/ერთგული ბარათი პლატინუმი

საკრედიტო უკონტაქტო სტიკერი

 

სადებეტო ბარათებიდან - სადებეტო უკონტაქტო სტიკერი

ნებისმიერ პლასტიკურ ბარათზე ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში არსებული კონკრეტული შეთავაზების მიხედვით.

რომელი ბარათით შემიძლია ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება?

ყველაზე მეტი ქულის დაგროვება შესაძლებელია: 

- Platinum-ის ტიპის პრაიმ/ერთგული ბარათით 

- საკრედიტო უკონტაქტო სტიკერით

შემიძლია თუ არა ქულების მიღება სხვა ტერმინალებში ბარათით ტრანზაქციისას?

ბარათით ტრანზაქციისას ქულების მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თიბისი ბანკის პოს ტერმინალში.

ბარათით ტრანზაქციის გაუქმებისას, რა მოუვა ტრანზაქციის შესრულების დროს დაგროვილ ქულებს?

იმ შემთხვევაში, თუ გააუქმებთ ბარათით შესრულებულ ტრანზაქციას (ე.წ. რევერსალი), არსებული ქულების ნაშთიდან ჩამოიჭრება მოცემულ ტრანზაქციაზე გადახდისას დარიცხული ქულების ოდენობა.

შეზღუდულია თუ არა დაგროვილი ქულების მოცულობა?

ქულების მოცულობა არ არის შეზღუდული.

შემიძლია თუ არა ქულების დაგროვება ნივთის/მომსახურების ქულებით შეძენისას?

დაგროვილი ქულების გამოყენებით ნივთის/სერვისის შეძენისას ქულა არ გროვდება.

შემიძლია თუ არა დაგროვილი ქულების გადარიცხვა, ან ნაღდი თანხით გამოტანა?

ქულების გადარიცხვა, ან ნაღდი თანხით გამოტანა არ არის შესაძლებელი.

სად და როგორ შემიძლია დაგროვილი ქულების გამოყენება?

დაგროვილი ქულების გამოყენება  შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტში.

როგორია ქულების განაღდების პროცესი?

ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტში აფიქსირებთ საქონლის ქულებით შეძენის სურვილს; ობიექტის მოლარე თიბისი ბანკის ტერმინალის მენიუში ირჩევს ქულებით გადახდის ფუნქციას; აფიქსირებს გადასახდელი თანხის ოდენობას; სტანდარტული გადახდის მსგავსად, ნებისმიერ პლასტიკურ ბარათს ადებთ ტერმინალს და შეგვყავთ ბარათის პინ კოდი.

რა მოცულობის ქულების გამოყენება შემიძლია?

შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის ხელმისაწვდომი ქულების გამოყენება, ბალანსის ფარგლებში.

შემიძლია თუ არა ნივთის/მომსახურების შეძენა ნაწილობრივ ქულებით და ნაწილობრივ ბარათზე არსებული თანხით?

შეგიძლიათ ნივთი/სერვისი შეიძინოთ ნაწილობრივ ქულებით და ნაწილობრივ თანხით.

შემიძლია თუ არა ქულების თანხაზე გადაცვლა?

ქულების თანხაზე გადაცვლა არ არის შესაძლებელი.

როგორია ქულების გამოყენების ვადა?

ქულების გამოყენების ვადა არის 2 წელი ქულების დარიცხვის დღიდან.

მივიღებ თუ არა წინასწარ ინფორმაციას ქულების გამოყენების ვადის გასვლის შესახებ?

ქულების გამოყენების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე, მიიღებთ შემახსენებელ SMS შეტყობინებას (შესაბამისი ქულების ოდენობისა და ვადის გასვლის თარიღის მითითებით).

რა მოუვა დაგროვილ ქულებს, თუ საკუთარი სურვილით, ან ბანკის გადაწყვეტილებით გამოვეთიშები ერთგულის პროგრამას და არ მოვახდენ ქულების გახარჯვას გამოსვლამდე?

ერთგულის პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, თქვენ მიერ დაგროვილი ქულები ანულირდება.

თუ საკუთარი სურვილით გამოვეთიშები პროგრამას და შემდეგ კვლავ გავწევრიანდები, აღდგება თუ არა მანამდე დაგროვილი ქულები?

თუ კვლავ ჩაერთვებით ერთგულის პროგრამაში, მანამდე დაგროვილი, და გაუქმებისას ანულირებული, ქულები არ აღდგება. 

სად შემიძლია ქულების მიმდინარე ნაშთის შემოწმება?

ქულების ნაშთის შემოწმება შეგიძლიათ შემდეგ არხებში: ერთგულის ვებგვერდი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ბანკომატი, SMS. ასევე, 2727-ზე სიტყვა „ერთგულის“ გაგზავნის შემთხვევაში, მიიღებთ ინფორმაციას მიმდინარე ნაშთის შესახებ. 

სად შემიძლია მივიღო დეტალური ინფორმაცია ერთგულის პარტნიორი სავაჭრო ობიექტების შესახებ?

ერთგულის ვებგვერდზე, კერძოდ შეთავაზებების გვერდზე.

რა სახის ინფორმაცია შემიძლია მივიღო შეთავაზებების გვერდზე?

ერთგულის პარტნიორი ობიექტებისა და ბანკის მიმდინარე შეთავაზებები. ამავე გვერდზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას თავად ობიექტების შესახებაც.

რომელი კატეგორიის (სექტორის) პარტნიორებში შემიძლია საკრედიტო ბარათით უპროცენტო განვადების გაკეთება?

განვადების გაკეთება შეგიძლიათ ისეთ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არის თიბისი ბანკის ტერმინალი, მათ შორის: სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, ტანსაცმლის მაღაზიებში, პარფიუმერიის მაღაზიებსა და სხვა. 

რომელი კატეგორიის (სექტორის) პარტნიორებში შემიძლია ქულების დახარჯვა?

ქულების დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.

რა ტიპის შეთავაზებებით შემიძლია ვისარგებლო ერთგულის პარტნიორებში?

ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში შეგიძლიათ ისარგებლოთ ქულების დაგროვების, ქულების დახარჯვისა და უპროცენტო განვადების შეთავაზებებით.

შემიძლია თუ არა განვადების გაკეთება ერთგულის არაპარტნიორ ობიექტებში?

განვადების გაკეთება შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც არის თიბისი ბანკის პოს ტერმინალი. ერთგულის არაპარტნიორ სავაჭრო ობიექტში, განვადებით შეძენილი ნივთის ღირებულებას დაემატება გაცემის ერთჯერადი საკომისიო - განვადების თანხის 4.9%.

ქულების დაგროვება მხოლოდ ერთგულის პარტნიორ ობიექტებში შემიძლია?

ქულების დაგროვება შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც არის თიბისი ბანკის პოს ტერმინალი. ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში შეთავაზებების ფარგლებში, დააგროვებთ უფრო მეტ ერთგულ ქულას.

მომავალში, დაემატება თუ არა სხვა სავაჭრო ობიექტების შეთავაზებები?

ერთგულის ვებგვერდზე პარტნიორებისა და შეთავაზებების ჩამონათვალი მუდამ მზარდი და განახლებადი იქნება.

შესაძლებელია თუ არა განვადების ან ქულებით გადახდის გაუქმება სავაჭრო ობიექტში?

ერთგულის პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შესაძლებელია განვადებით, ან ქულებით გადახდის გაუქმება, რის მერეც სრულად დაგიბრუნდებათ ჩამოჭრილი თანხა, ან ქულა. 

სად შემიძლია ერთგულის პარტნიორი ობიექტების მისამართების ნახვა?

ერთგულის პარტნიორების მისამართები მოცემულია ერთგულის ვებგვერდზე - კონკრეტული შეთავაზების დეტალების გვერდზე.

რა უპირატესობები აქვს ერთგულ საკრედიტო ბარათს?

- 0% პირველი სამი თვე: პირველი სამი თვის განმავლობაში სარგებლობთ საკრედიტო ლიმიტით 0%-ად!

- პერსონალური ტარიფი: ტარიფის შერჩევა თავად შეგიძლიათ, იმის მიხედვით, ბანკომატში უფრო ხშირად იყენებთ ბარათს, თუ მაღაზიებში, საყიდლებზე.

ვის შეუძლია მიიღოს ერთგული საკრედიტო ბარათი?

ბარათი განკუთვნილია მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის ინდ. მეწარმეებისთვის;

- ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს, ან არ იყოს ბანკის მომხმარებელი;

- მსესხებლის ასაკი: 20 - 64 წელი;

- სამუშაო გამოცდილება: მინ 3 თვე;

- მინიმალური ხელფასი: 100 ლარი 

რა ტიპის ბარათია ერთგული საკრედიტო ბარათი?

ბარათის ტიპი - ჩიპური Visa Classic / Visa Gold / Visa Platinum.

რა ვადა აქვს ერთგულ საკრედიტო ბარათს?

ერთგული ბარათის ვადა 4 წელია.

რა ვადა აქვს ერთგული ბარათის საკრედიტო ლიმიტს?

- საკრედიტო ლიმიტის ვადა -  65-ს მინუს მსესხებლის ასაკი;

- მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ასაკი მიაღწევს 65 წელს, წყდება საკრედიტო ლიმიტის ათვისება და აუცილებელია დავალიანების სრულად დაფარვა. 

რა ვალუტაში ხდება ბარათზე საკრედიტო ლიმიტის დასმა?

ბარათზე საკრედიტო ლიმიტის დასმა ხდება მხოლოდ ლარში.

დასაშვებია თუ არა ბარათზე დადებითი ნაშთის არსებობა?

ბარათზე დასაშვებია დადებითი ნაშთი.

რა ტიპის საკრედიტო ლიმიტებია ერთგულის საკრედიტო ბარათზე?

- ჯამური ლიმიტი, რომლის გამოყენება სრულად შეიძლება უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, ფიზიკურ და ვირტუალურ (e-commerce) პოს ტერმინალებში.

- განაღდების ლიმიტი  -  ჯამური ლიმიტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია თანხის განაღდება და სხვა ისეთი ტრანზაქციების გაკეთება, რომელიც არ არის დაკავშირებული სავაჭრო ობიექტში არსებული თიბისი ბანკის ტერმინალთან.

როდის იჭრება ბარათის წლიური საკომისიო?

- პირველი წლის საკომისიო იჭრება ბარათით პირველი ტრანზაქციის შესრულებისას;

- ყოველი მომდევნო საკომისიო იჭრება ბარათის დამტკიცებიდან ყოველი სრული წლის გასვლის შემდეგ.
შენიშვნა: აღნიშნული საკომისიო, ნაშთის შემოწმებისას, ჩანს ბლოკირებულად. მაგ.: თუ კლასიკ ბარათზე დაშვებული ლიმიტი 1000 ლარს შეადგენს, მაშინ ბარათზე ნაშთის შემოწმებისას, ხელმისაწვდომ თანხაში გამოჩნდება 960 ლარი.

იჭრება თუ არა წლიური საკომისიო(ები), თუ ბარათი არ იქნა გამოყენებული?

- ბარათის გამოყენების გარეშე,  წლიური საკომისიოს (არც პირველის და არც მომდევნო წლების) ჩამოჭრა არ ხდება;

- როგორც კი მოხდება ბარათის გამოყენება, მაშინ ჩამოიჭრება დაგროვილი წლიური საკომისიოები.

 

მაგალითი: თუ ბარათი გამოიყენეთ აღებიდან მე-3 წელს, მაშინ ბარათით პირველი ტრანზაქციისას, ერთდროულად მოხდება 3 წლის საკომისიოს ჩამოჭრა.
 

close icon search icon arrow