სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება

ერთგულის პროგრამა

ლოიალობის პროგრამა ერთგული

 

ერთგულის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა შეუძლია თიბისის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს ან ისარგებლებს თიბისის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით;

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ერთგული ბარათით თანხის დაგროვება შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის პოს ტერმინალზე .

ხოლო ერთგულის 350-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი თანხა გროვდება.

მომხმარებელი, რომელიც არ სარგებლობს საკრედიტო ბარათით, სადებეტო ბარათითაც შეძლებს თანხის დაგროვებას.

პროგრამის ფარგლებში თანხა გიბრუნდება, როგორც ძირითად, ასევე მასზე მიბმულ დამატებით ბარათებზე;

ლოიალობის პროგრამა არ ვრცელდება ბიზნეს ბარათებზე;

ლოიალობის პროგრამით სარგებლობისთვის არ არის საჭირო დამატებითი რეგისტრაცია, თიბისის ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ლოიალობის პროგრამაში.

ერთგულ ბარათზე დარიცხული თანხის % დამოკიდებულია საკრედიტო ბარათის ტიპზე:

პრაიმ/ერთგული ბარათი სტანდარტი - 0.7%

პრაიმ/ერთგული ბარათი კლასიკი - 0.7%

პრაიმ /ერთგული ბარათი გოლდი - 0.8%

პრაიმ/ერთგული ბარათი პლატინუმი - 1%

პრაიმ/ერთგული ბარათი სიგნიჩა - 2%

 

თანხის დაგროვება

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში თიბისის მომხმარებელს თანგა დაერიცხება თიბისის სავაჭრო და ელექტრონულ ტერმინალებზე, ბარათით გადახდის შემდეგ, ტრანზაქციის დამუშავებისთანავე.

საბარათე ტრანზაქციისას დარიცხული თანხის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის, გარდა ბენზინის კატეგორიისა;

07.02.2022-დან ბენზინის კატეგორიაში ერთ ტრანზაქციაზე დარიცხული თანხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 10 ლარს;

დაგროვილი თანხის აკუმულირება მოხდება კლიენტის ვირტუალურ, ერთგულის ანგარიშზე;

დარიცხული თანხა დამრგვალდება მეასედებამდე;

ტრანზაქციის გაუქმების (რევერსალის) შემთხვევაში, დაგროვილი თანხაც ჩამოიჭრება;

წამახალისებელი პროექტის/პროგრამის განხორციელება, აგრეთვე  წამახალისებელი პროექტის/პროგრამის ფარგლებში კლიენტის კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე თანხის დარიცხვა და/ან განაღდება არ წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას და შესაბამისად არ წარმოშობს კლიენტის უფლებას მოსთხოვოს ბანკს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება წამახალისებელ პროექტთან/პროგრამასთან/თანხის დარიცხვასთან / განაღდებასთან დაკავშირებით.

ბანკი უფლებამოსილია საეჭვო და ბიზნეს საქმიანობის მიზნით განხორციელებული ტრანზაქციის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაარიცხოს საბარათე გადახდის / წამახალისებელი აქციის შედეგად დაგროვილი თანხა და/ან შეზღუდოს ბარათზე დარიცხული თანხის განაღდება / გააუქმოს დარიცხული თანხა;

ბანკისათვის მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ბანკს შეუძლია ასევე გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ კლიენტი ბარათს, რომელზეც ირიცხება თანხა, იყენებს სამეწარმეო მიზნობრიობით.

 

ლოიალობის ანგარიშიდან თანხის განაღდება

დაგროვილი თანხის გამოყენებამდე საჭიროა ერთგულის ანგარიშიდან თანხის საკუთარ საბარათე ანგარიშზე გადარიცხვა.

დაგროვილი თანხის გამოყენება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ.

დაგროვილი თანხის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ Pos და Ecomm ტერმინალზე.

 

დაგროვილი თანხის სარგებლობის ვადა

დაგროვილი თანხა უვადოა.

 

ინფორმაცია დაგროვილი თანხის შესახებ

დაგროვილი თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:

ციფრული ბანკი;

სატელეფონო სერვის ცენტრი;

ფილიალი.

 

SMS-ით კომუნიკაცია

ყოველი თვის პირველ კვირაში პროგრამაში მონაწილე მომხმარებლებს  მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS-ით) ეცნობება წინა თვეში დაგროვილი თანხის რაოდენობა.

დაგროვილი თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი SMS-ით მიიღებს განაღდებული და ხელმისაწვდომი ბალანსის შესახებ ინფორმაციას.

 

ertguli.ge-ზე შესძლებელია:

  • ერთგულის პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • საკრედიტო ბარათი ერთგულის განაცხადის შევსება.

ციფრული ბანკი:

  • მიმდინარე ბალანსის და დაგროვილი თანხის ამონაწერის ნახვა;
  • ერთგულის პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
close icon search icon arrow