სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება
ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ერთგულ ანგარიშზე, ახლა უკვე ქულის ნაცვლად ლარი გიგროვდება. რადგან ქულა იგივე ლარია, ახლა მისი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა და სურვილისამებრ განკარგვაც შეგიძლია.
შენს მიერ აქამდე დაგროვილი ქულებიც უკვე ლარია და შეგიძლია განაგრძო დაგროვება ან გადარიცხო საკუთარ ანგარიშზე და ისე გამოიყენო.
ქულები გინარჩუნდება. რამდენი ქულაც გქონდა დაგროვილი, იმდენი ლარი გაქვს და შეგიძლია შენი სურვილისამებრ გამოიყენო.
ქულებით გადახდა შეგიძლია 10 სექტემბრამდე, პარტნიორ ობიექტებში. 10 სექტემბრის მერე ქულებით QR გადახდა არ იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, შეგიძლია დაგროვილი ქულა/ლარი, გადარიცხო საკუთარ ანგარიშზე და ისე განკარგო.
ლარებს ისევე აგროვებ, როგორც აქამდე ქულებს აგროვებდი. თიბისის ბარათით თიბისის ტერმინალზე გადახდისას, თანხა გიგროვდება იმის მიხედვით, თუ დარიცხვის რომელ ეტაპზე ხარ.
დარიცხვის ეტაპის შემოწმება მარტივად, მობაილბანკში შეგიძლია.
პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, მეტი თანხა გიგროვდება.
ქულების დაგროვების შეთავაზებებს ჩაანაცვლებს, ე.წ. ქეშბექ შეთავაზებები, რომლის ფარგლებშიც დაბრუნებული თანხა ერთგულ ანგარიშზე დაგიგროვდება.
დაგროვილი ქულების სხვისთვის გადარიცხვა შესაძლებელია, რადგან ქულა უკვე ლარია. ამისათვის, საჭიროა ჯერ ერთგულ ანგარიშზე დაგროვილი თანხა - საკუთარ ანგარიშზე გადარიცხო და შემდგომ გადარიცხო სხვასთან.
თანხის დაგროვებას ვადა არ აქვს, და შეგიძლია ერთგულის ანგარიშზე თანხის დაგროვება იქამდე განაგრძო, სადამდეც ჩათვლი საჭიროდ.
პარტნიორ ობიექტებში შეძლებ მეტი თანხის დაგროვებას თიბისის ბარათით გადახდისას და ასევე გექნება მეტი შეთავაზება წლის მანძილზე. პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი შეგიძლია ნახო მობაილბანკში, ერთგულის გვერდზე.
დახარჯვის შემთხვევაში, რადგან ქულა უკვე თანხაა შეგიძლია გადარიცხო საკუთარ ანგარიშზე და დახარჯო სადაც მოისურვებ.
გაეცანი კატეგორიებს და ისარგებლე მრავალფეროვანი შეთავაზებებით 300-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში.