სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება

შემოდგომის სურვილების სია: 10 ნივთი BUYERS.GE-ზე


სექტემბერი ხელახლა დაწყების, განახლების, თავიდან დაბადების თვეა. ერთგვარი ათვლის წერტილია ‘ახალი მე’-ს გამოღვიძებისთვის. ამიტომაც არის ხელსაყრელი შემოდგომის პერიოდი საშოპინგოდ, ახალი გამოცდილებების მისაღებად, რისთვისაც სხვა დროს ვერ ვიცლით ხოლმე. 

 

ოქტომბრის თვისთვის BUYERS.GE ავირჩიე, პირველი ქართული ონლაინ მაღაზია მრავალფეროვანი სელექციით. აქ ისეთ განსაკუთრებულ ბრენდებს და პროდუქციას ნახავთ, რომელიც იშვიათად თუ შეგხვდებათ სხვა ადგილობრივ მაღაზიებში. თან, რაც სექტემბერში ვერ მოასწარით, ახლა შეგიძლიათ აინაზღაუროთ.

 

გიზიარებთ 10 განსაკუთრებულ ნივთს, რომელიც საკუთარი თავის განებივრებას, გაჯანსაღებას, დამშვიდებას, გარდერობის განახლებას ემსახურება ან არ ვიცი, თავად დაასათაურეთ :)

 

 

Salomyoga - Swapnamritham Calming Pills - Salomyoga ქართული ბრენდია და ბევრ საინტერესო პროდუქტს გვთავაზობს დექტოქსის, სხეულის და გონების გაჯანსაღებისთვის. ეს კონრეტული მოგიხსნით სტრესს, დაგამშვიდებთ და ღამეც ტკბილად დაგეძინებათ. მგონი დროა :)

 

 

Joko Blend - Oil for Nails and cuticles - ეგრეთწოდებული ნუნების ზეთი ბოლო დროის აღმოჩენაა. დამიჯერეთ, სალონში თვეში ერთ საათიანი ვიზიტების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება ამ პროდუქტის გამოყენების შემდგომ. 

 

 

Mario Badescu - Enzyme Revitalizing Mask - რადგან გამოჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, Mario Badescu-ს ეს ნიღაბი იდეალური არჩევანია. იგრძნობთ თუ არა რომ კანი გამოშრა, გაუფერულდა და მოიწყინა, ეს ნიღაბი დაგეხმარებათ.

 

 

RMS Beauty - Signature Set Pop Collection - ჩემი ყველაზე საყვარელი კოსმეტიკა 100%-ით ორგანული ბრენდისგან. ეს სეტი ყველაფერია რაც ოდესმე დამჭირვებია. ფერი - ტუჩისთვის, თვალისთვის, სახისთვის + ბრონზერი + ჰაილაითერი + დამატენიანებელი ბალმი. მინიმუმ ნახევარი წელი ეს პატარა სეტი მთლიან კოსმეტიკის ჩანთას ჩაგინაცვლებთ.

 

 

Zeg Skincare - Hyaluronic Cream - აქ საინტერესო ის არის, რომ ამ ბრენდის თავის მოვლის საშუალებებში ადგილობრივად მოპოვებული ორგანული ინგრედიენტები შედის! სახელიც ქართულია თავისთავად. ეს კრემი ზამთარში აუცილებელ სირბილეს შემატებს კანს.

 

 

Love Stories Set - Lacey Dot + Isabelle Dots - ლამაზი თეთრეულის ყიდვას ყოველთვის სამომავლოდ ვდებთ ხოლმე. ბევრი არჩევანი არც არის ადგილობრივ ბაზარზე და ამიტომაც მომხვდა თვალში ეს ბრენდი. მე ეს პრინტი ავარჩიე, თუმცა სხვა ვარიანტებსაც ნახავთ Buyers-ის ვებ გვერდზე.

 

 

By Far - Este Read Leather Boots - უბრალოდ საოცნებო ფეხსაცმელი, რომელიც ფასდაკლებულია და სულ რამდენიმე ზომაა დარჩენილი. იჩქარეთ!

 

 

Sweet Water Decor - Holiday Candle - უქმეების სურნელი არ ვიცი როგორია, მაგრამ ცუდი არ უნდა იყოს. სავარადუდოდ, ძალიან მოუხდება სახლში ტკბილად გატარებულ კვირა დღეს.

 

 

Abrams and Chronicle Books - French Pastry at the Ritz Paris - არასდროს არის გვიანი კულინარიული ცდებისთვის, ამ წიგნში კი ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი კონდიტერი ცნობილ რეცეპტებს გაგიზიარებთ.

 

 

Kreafunk - tRadio speaker - Bluetooth სპიკერი + ტრადიციული FM რადიო მიმღები ერთად + პორტატული და ბატარეის 10 საათიანი მუშაობის გარანტიით. მარაგში არც თუ ისე ბევრია, თან ასეთ ფასდაკლებაზე, ამიტომ დროულად იმოქმედეთ.

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა

close icon search icon arrow